ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში.
კოსტავას გამზირზე, "ტოიოტას" მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და სკვერისთვის განკუთვნილ რკინის ჯებირს დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.