ყავის ფალსიფიკაციის ფაქტი

2017-08-23 11:46:41

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ყავის გადამამუშავებელ საწარმო "კოფი გრუპს"  საწარმოო პროცესი შეუჩერა.
სააგენტოს მიერ ჩატარებული ინსპექტირებისას საწარმოში 11 არაკრიტიკული და 9 კრიტიკული შეუსაბამობა, ასევე ფალსიფიცირების ნიშნები გამოვლინდა.

სააგენტოს თანამშრომლებმა ინსპექტრირებისას საწარმოში სხვადასხვა დასახელების (როგორც ხსნადი, ასევე მარცვლები) ყავასთან ერთად  235 კგ მოხალული ბარდაც აღმოაჩინეს. როგორც ცნობილი გახდა, საწარმოში ადგილზე ხდებოდა ბარდისა და ყავის მარცვლების მოხალვა, რომლებსაც დაფქვის შემდგომ ერთმანეთში ურევდნენ. 
აღნიშნულის გამო  ბიზნეოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა და კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა.