გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით - "23 აგვისტოს დღის ბოლოდან 24 აგვისტოს დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილის ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი. 23 აგვისტოს დღის ბოლოდან დასავლეთ საქართველოს სანაპირო რაიონებში, ხოლო 23 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობსა და ბარში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი."
რუსთავში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება: 23 აგვისტო +36°C, 24 აგვისტო +36°C, 25 აგვისტო +35°C, 26 აგვისტო +34°C, 27 აგვისტო +34°C.
ბათუმში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება: 23 აგვისტო +26°C, 24 აგვისტო +27°C, 25 აგვისტო +26°C, 26 აგვისტო +26°C, 27 აგვისტო +26°C.