გიორგი კვირიკაშვილმა გიორგი მარგველაშვილს მიმართა

2017-08-22 23:27:42

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩნილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით მიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ საკითხზე გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის მიმართვას დააკმაყოფილებს. პრეზიდენტის აქტის დასამტკიცებლად, ხვალ პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხანძრის კერების ლიკვიდაციის და შემდგომი ლოკალიზაციის მიზნით, ასევე, მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად, დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება გადაწყდა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დააზუსტა რომ სამხედრო ძალების გამოყენება იგეგმება არა ბორჯობის ხეობაში ხანძრის ლოკალიზებისთვის არამედ გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატენში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების მიზნით.