ავტოსგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე (რუსთავის გასასვლელში) საღამოს მოხდა. ერთმანეთს "მერსედესი"-ს მარკის მიკროავტობუსი და "ფორდი"-ს მარკის ავტომობილი დაეჯახნენ. ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. დაშავებულები "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.