ხანძარი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში. ადგილობრივები ყვებიან რომ ცეცხლი ტყეს გაუჩნდა, ადგილზე მობილიზებულია მოსახლეობა, რომელიც ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობს. სოფელში ელოდებიან სახანძრო-სამაშველო დახმარების ეკიპაჟებს. გავრცელებული ინფორმაციით ცეცხლი სავარაუდოდ 1 ჰექტარზე გავრცელდა.