გარდაბანში მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და ქართულ ოცნებას მიმართეს. გარდაბნელები მოითხოვენ რომ პარტიამ მერობის კანდიდატად გოჩა ჯამარაული დააყენოს. მოსახლეობამ აქციების გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტა რაც მედიით გავრცელდა რომ თვითმმართველობის არცევნებში "ქართული ოცნება" მერობის კანდიდატად რამაზ ბუდაღაშვილის დაყენებას აპირებს. ადგილობრივები აღნიშნავენ რომ მოქმედმა გამგებელმა მუნიციპალიტეტისთვის ბევრი რამ გააკეთა და კიდევ ბევრის გაკეთებას გეგმავს, ამიტომ მას უნდა მიეცეს შანსი რომ დაწყებული პროექტები დაასრულოს. ნახეთ ვიდეო.
შეგახსენებთ რომ გარდაბნის მოსახლეობამ პირველი აქცია 5 დღის წინ, 17 აგვისტოს გამართა.