საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები

2017-08-22 16:24:45

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქონლით საგარეო ვაჭრობის 2017 წლის იანვარ-ივლისის მონაცემები გამოაქვეყნა.
ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი არიან.

მონაცემების მიხედვით, საქართველოდან თურქეთში ძირითადად ტრიკოტაჟის ნაწარმი, ნახევარფაბრიკატების ნახშირბადიანი ფოლადისაგან, ფეროშენადნობების და
ელექტროენერგიის ექსპორტი ხორციელდება. თურქეთში ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ ჯამში 138 249.5 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

თურქეთიდან საქართველოში კი ძირითადად სამკურნალო საშუალებები, მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან, მილები და მილაკები შავი ლითონებისაგან, მზა ნაწარმი, ტანსაცმლის თარგები და სანიტარულ-ჰიგიენური ნაწარმი შემოდის (სულ 720 468.8 ათასი აშშ დოლარი)

საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებს კი ფეროშენადნობები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, მინერალური და მტკნარი წყლები, ეთილის სპირტი,  სპირტიანი სასმელები და მსუბუქი ავტომობილები წარმოადგენენ. (სულ 214 802.3 ათასი აშშ დოლარი)

რუსეთიდან საქართველოში კი ხორბალი, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ნავთობის აირები და აირისებრი, ნახშირწყალბადები, სატელეფონო აპარატები და მზესუმზირის ზეთი შემოდის (სულ 390 910.5 ათასი აშშ დოლარი).

რაც შეეხება ჩინეთს, საქართველოდან ჩინეთში სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, მსუბუქი ავტომობილები, სპილენძის ნარჩენები და ჯართი მანგანუმის მადნები და კონცენტრატები გადის. (სულ 129 380.8 ათასი აშშ დოლარი)

ჩინეთიდან საქართველოში კი გამომთვლელი მანქანებისა და მათი ბლოკების, ჰაერის კონდენცირებისათვის მოწყობილებების, ფეხსაცმელი რეზინის ან პოლიმერული მასალის, რეზინის პნევმატური სალტეებისა და საბურავების იმპორტი ხორციელდება (სულ 352 025.0 ათასი აშშ დოლარი).