1 თვის წინ, ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარისას დაზიანებულ სახურავს აკეთებენ. სამუშაოებს შპს "თიდა" ასრულებს, თავდაპირველად მოხდება დამწვარი კონსტრუქციის დემონტაჟი, აიწყობა ხის ახალი კონსტრუქცია და მოხდება თუნიქით გადახურვა. სარეაბილიტაციო სამუშაოები გუშინ დაიწყო და 1 თვეში დასრულდება.
შეგახსენებთ რომ ცეცხლი 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩაზე 24 ივლისს გაჩნდა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლის სახურავი თითქმის მთლიანად დაიწვა.