წაღვერში 12 ჰექტარია დამწვარი

2017-08-22 11:11:01

წაღვერში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე მიმდინარეობს, ადგილზე 300 მეხანძრე, 120 მეტყევე, რამდენიმე ათეული ადგილობრივი და მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. ბულდოზერებმა გვიან რამით მოახერხეს და ტყეში გზა გაჭრეს რომ სახანძრო ტექნიკამ ადვილად იმოძრაოს. ხანძრის ჩაქრობას 3 ვერტმფრენი ცდილობს, აქედან 1 აზერბაიჯანიდან გუშინ შემოვიდა საქართველოს საჰაერო სივრცეში, ელოდებიან კიდევ 2 ვერტმფრენს თურქეთიდა. გუშინ ადგილზე ჩავიდა პრემიერ-მინისტრი და საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა. ამ მომენტისთვის ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება. შს მინისტრის თქმით ცეცხლის დასახლების პუნქტზე გადასვლის ალბათობა არ არსებობს.