"არც ცოცხალი ძალა და არც მოხალისეები არ გვჭირდება"

2017-08-22 01:10:16

საგანგებო შტაბის სხდომა დასრულდა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა - "რამდენიმე კრიტიკული ფრონტი არის გამოყოფილი, მძლავრი ტექნიკა უკვე ადგილზეა, დილის 6 საათამდე იმ ზონებში სადაც არის გავრცელების საშიშროება, გზებზე მოხდება მობილიზება. ცოცხალი ძალის მობილიზებაც გაკეთებული გვაქვს და როგორც სახანძრო ასევე საავიაციო ტექნიკით ერთდროულად დავიწყებთ. 3 კრიტიკული ზონა არის. ადგილზეა ის ბულდოზერები რომლებიც გაიყვანენ გზებს. არანაირი საჭიროებია იმისა რომ ცოცხალი ძალა, მოხალისეები, მოვიდა ინფორმაცია რომ აპირებენ ჩამოსვლას, ამის საჭიროება არ არსებობს. მინდა მივმართო ბაკურიანში დამსვენებლებს და მოვუწოდებ რომ არ ინერვიულონ. ჩვენ მთლიანად ვაკონტროლებთ სიტუაციას." ხანძრის ჩაქრობის პროცესი დილის 6 საათიდან აქტიურად განახლდება.