ხვალ დილიდან საქართელოს საჰაერო სივცეში შემოვა 3 ვერტმფრენი, 2 ვერტმფრენი თურქეთიდან ხოლო 1 აზერბაიჯანიდან. ხანძრის ჩაქრობას მაშველები დილის 6 საათიდან აქტიურად გააგრძელებენ, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა. ამ მომენტისთვის სოფელ დაბაში მოსახლეობა გარეთ არის გამოსული და ხანძრის მიმდინარეობის პროცესს აკვირდებიან. ადგილზე ჩასულებიან არიან მთავრობის წევრები და მიმდინარეობს საგანგებო შტაბის სხდომა. სხდომას ესწრებიან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შსს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რეგიონალური განვთარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და კრიზისების მართვის საბჭოს თავმჯდომარე მინდია ჯანელიძე. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით მოსახლეობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება, პერიმეტრზე განთავსდება სპეციალური ტექნიკა და ცეცხლის დასახლებულ პუნქტზე გადმოსვლის შემთხვევაში მოხდება მისი ლიკვიდაცია.