საკრებულოს სხდომა გაიმართა

2017-08-21 18:45:35

რუსთავის საკრებულოს დარბაზში 15 საათზე ბიუროს სხდომა, მოგვიანებით კი საკრებულოს სხდომა გაიმართა. საკრებულომ ა(ა)იპებისთვის დამტკიცებულ პროგრამებში შიდა მუხლობრივი და სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების შესახებ იმსჯელა. დღის წესრიგში 14 საკითხი იყო, საკრებულოს წევრებმა საკითხები განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე - "გამომდინარე იქიდან რომ მოახლოებულია წინა საარჩევნო კამპანია და დაწესდება გარკვეული შეზღუდვები, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ დროულად მომხდარიყო ის მუხლობლივი ცვლილებები და ბიუჯეტის იმ ნაწილის კორექტირება რაც აუცილებლობას მოითხოვს."