კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს - "რუსთავში, მე-12 მიკრორაიონთან წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 15:00 საათიდან 21-00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: მე-12 მიკრორაიონის მაცხოვრებლებს. გარდა ამისა, მესხიშვილის 3ა-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 16:30 საათიდან 21-00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: მესხიშვილის 3 ,5 ,7 ,9, მესხიშვილის 1 და მე-2 გასასვლელებს , მე-14 მკრ-ის 10 ,10ა ,10ბ სახლებს."