12 წლის ბიჭი სახლში დაბრუნდა

2017-08-20 16:03:12

12 წლის საბა კაკაბაძე, რომელიც ბათუმში დაიკარგა, სახლში დაბრუნდა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" მოზარდის ოჯახის წევრმა განუცხადა.

საბა კაკაბაძე 18 აგვისტოს დილით გავიდა სახლიდან. ოჯახის წვრების ინფორმაციით, ის სტადიონზე მივიდა და ფეხბურთელებს ქობულეთში გაჰყვა, მწვრთნელს უთხრა, რომ მას არავინ ჰყავდა, ამიტომ მწვრთნელმა მოზარდი ღამით თავისთან დაიტოვა. 12 წლის საბა სახლში მეორე დღეს 19 აგვისტოს დაბრუნდა.

მოზარდის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია, სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.