დასუფთავების სამსახურის თხოვნა

2017-08-20 13:25:46

ააიპ "დასუფთავება" რუსთავის მოსახლეობას თხოვნით მიმართავს.

რუსთავის დასუფთავების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ ქალაქში განთავსებულ ნაგვის ურნებთან ახლოს მანქანის გაჩერებისგან , რადგან მსგავსი შემთხვევისას, დასუფთავების სამსახურის პერსონალს ხელი ეშლება საყოფაცხოვრებო ნარჩენების დროულად გატანისა და ურნების დაცლის პროცესში.
ააიპ "დასუფთავების" განმარტებით, მსგავი ფაქტები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ცენტრალურ ქუჩებზე ფიქსირდება.

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები რუსთავის მასშტაბით განთავსებულ ურნებს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დღის განმავლობაში 2-ჯერ ათავისუფლებენ.