დემეტრე თავდადებულის სახელობის ტაძრის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. დარჩენილია მხოლოდ სახურავის გადახურვის სამუშაოები, რომელიც სექტემბერში დამთავრდება. შეგახსენებთ რომ მშენებოლბა რუსთავის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. იგეგმება სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა, რომელიც იქნება ანდრეა პირველწოდებულის სახელობის. ტერიტორიაზე რამდენიმე შენობა განთავსდება, იქნება დიდი სატრაპეზო, კელიები, ბიბლიოთეკა და ხატწერის ოთახები. მონასტერში ყოფნა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ვისაც სურვილი ექნება შეეძლებათ დარჩნენ მონასტერში ან მოკლევადით გაჩერდნენ. სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის დასრულება 3-4 წელში იგეგმება და მას კომპლექსს დანიელი (მაისურაძე) უხელმძღვანელებს.