2021-10-21 22:25:51
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ნისანისა" და "ტოიოტას" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.
ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.