თბილისში, ისანში (დაშლილი) ავტომობილების ბაზრობაზე ღამის 4 საათზე ცეცხლი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო 20-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. დამწვარია 1200-მდე კვადრატული მეტრი ფართობი. ამ მომენტისთვის, მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა დავით გელაშვილმა განაცხადა - "დამწვარია სავალი ნაწილიდან პირველი, მეორე და მესამე რიგი და მათ შუაში განთავსებული დაშლილი და მეორადი სატრანსპორტო საშუალებები, იყო აფეთქებების ხმაც, ვინაიდან ყველა დაშლილ მანქანაში არის ე.წ. საწვავის ავზი. იყო პატარა სამუშაო გაზის ბალონები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა". ხანძრის მიზეზი და ზარალის ოდენობა ამ ეტაპზე, უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით ცეცხლი ბაზრის შუაგულში საცხობს გაუჩნდა საიდანაც შემდეგ მაღაზიებზე გავრცელდა. "ინფო რუსთავი" მაღაზიის მეპატრონეებს ესაუბრა, მათი თქმით 40 ობიექტზე მეტია დამწვარი. ნახეთ ვიდეო.