თბილისში, ნიკოლაძის #5-ში არსებულ სპა-მასაჟის დაწესებულებაში სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდნენ. პოლიციელებმა რამდენიმე ქალი გამოკითხვის მიზნით განყოფილებაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით სამართალდამცავები საგამოძიებო სამუშაოებს ობიექტზე პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ახორციელებდნენ. ფაქტთან დაკავშირებთ ამ მომენტისთვის არავინ დაუკავებიათ.