"ხარები" vs "ლოკომოტივი"

2017-08-18 21:45:27

რუსთავის სარაგბო კლუბმა "ხარები" თბილისის "ლოკომოტივს"უმასპინძლა. ამხანაგური შეხვედრა რუსთავის სარაგბო სტადიონზე გაიმართა. რუსთაველებმა დღეს მესამე ამხანაგური შეხვედრა გამართეს და სტუმრები ანგარიშით 20:10 დაამარცხეს. ჩემპიონატის დაწყებამდე "ხარები" კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს.