გარე განათების ქსელის განახლება

2017-08-18 18:47:55

რუსთავში გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები მელიქიშვილის ქუჩის III გასასვლელში ხორციელდება, სადაც ენერგოეფექტური დიოდური ტიპის (LED) სანათები მონტაჟდება. გარე განათების ქსელის განახლება უკვე დასრულდა მელიქიშვილის ქუჩის ჩიხში, V და VII გასასვლელებში. სამუშაოებს მერიის ააიპ "უზრუნველყოფა" ახორციელებს. გარე განათების ქსელის განახლება ეტაპობრივად, ქალაქის ყველა უბანში მოხდება.