რუსთავლი სპორტსმენი ბექა გურული ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და რუსთავის მერის მოადგილემ ნოდარ შეროზიამ დააჯილდოეს. სპორტსმენს სიგელი გადასცეს და გამარჯვება მიულოცეს. შეგახსენებთ რომ 17 წლის ბექა გურული 30 ივლისს ბოსნია-ჰერცოგივინაში გამართულ ევროპის ჭაბუკთა პირველობაზე, ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობაში, 54 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა. რუსთაველი სპორტსმენის მწვრთნელი ვანო წოწოლაშვილია.