გოჩა ჯამარაული გარდაბნის გამგებლად

2017-08-17 17:56:55

გარდაბნის მუნიციპალიტეტში საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობის ნაწილის განმარტებით აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნება" გარდაბნის გამგებლის თანამდებობაზე რამაზ ბუდაღაშვილის კანდიდატურას განიხილავს. აქციის მონაწილეებმა ბუდარაშვილის კანდიდატურა გააპროტესტეს და გარდაბნის გამგებლად კვლავ გოჩა ჯამარაული მოითხოვეს. ადგილობრივების განცხადებით, ჯამარაულის გამგებლობის პერიოდში, როგორც მუნიციპალიტეტში ისე სოფლებში, უამრავი საკეთილდღეო საქმე გაკეთდა. აქციის მონაწილეებმა ჯამარაულს, გარდაბანში განხორციელებული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადეს და მუნიციპალიტეტის მმართველად  კვლავ მოქმედი გამგებელი მოითხოვეს. აქცია მუნიციპალიტეტის ცენტრში გაიმართა, მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, მოსახლეობა აქციიების გაგრძელებას აანონსებს.