რუსთავში, თავგორაშვილის ქუჩაზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი იყო მობილიზებული.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გაზზე დადგმული ყავა დარჩათ. მეზობლებმა კვამლი შეამჩნიეს და სახანძროში დარეკეს.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.