საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები სათანადოდ არ კონტროლდება. ამის შესახებ ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს და დასძენს, რომ "ქვეყანაში, სადაც კოვიდის მეოთხე ტალღა არ დამთავრებულა, მეხუთეს აჩქარებენ".
"საფრანგეთში 12 წლის ზევით მოსახლეობის 85.3% არის სრულად ვაქცინირებული (2 დოზით მაღალეფექტური ვაქცინით)
15 ოქტომბრიდან საფრანგეთში კოვიდ ტესტები აღარ იქნება უფასო და აღარ იქნება აღიარებული “კოვიდ საშვად”
მე-3 დოზა ფაიზერით ვაქცინაცია ჩვეულებრივი გეგმიური რეჟიმით მიმდინარეობს.
საქართველოში … არაპროფესიონალიზმი, ტყუილი, გარიგეგები …
საქართველოში კოვიდის მე-4 ტალღა არ დასრულდა და მე-5 ტალღას აჩქარებენ
პირადად ვნახე, თუ რა ხდება აჭარაში, იმერეთში, კახეთში და თბილისში …
პირადად შემოვიარე, ელიავა, ლილო, იუსტიციის სახლი, ნავთლუხის ბაზარი, დეზერტირების ბაზარი, მოლები …
დამღლელი და გულდასაწყვეტიაა, რასაც ვუყურებ", - წერს ფხაკაძე.