"ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია"

2021-10-11 00:22:16

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს. რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 

მიხეილ სააკაშვილი იღებს  დანიშნულ მედიკამენტებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმაში. კერძოდ: წნევა - 120/90;  პულსი - 90; სატურაცია - 97. გლუკოზა - 101mg/dl.

როგორც მოშიმშილე, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ",- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, შიმშილობის გამო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა. რის შემდეგაც რუსთავში მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან პოლიტიკოსებმა და მოქალაქეებმა შეკრება დაიწყეს.