რუსთავში N12სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები იკრიბებიან.
საპატიმროსთან შეკრება, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტია უკვე ათი დღეა იმყოფება, მოქალაქეებმა და პოლიტიკოსებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ შიმშილობის გამო მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ყიფშიძის თქმით, სააკაშვილს უჭირს საუბარი და მძიმედ გადაადგილდება.
"მოსალოდნელი იყო, რომ მოშიმშილე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდებოდა. განსაკუთრებით იმ ადამიანის, რომელიც ყოველდღიურ მედიკამენტოზურ მკურნალობას საჭიროებს. მთელი პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და მის სიცოცხლეზე ბიძინა ივანიშვილს ეკისრება, "ქართულ ოცნებას". რით შეგვიძლია დავეხმაროთ მიხეილ სააკაშვილს? 14 ოქტომბერს 6 საათზე თავისუფლების მოედანზე უნდა გამოვიდეს ძალიან ძალიან ბევრი ადამიანი. იმაზე ბევრი, ვიდრე წარმოგვიდგენია, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რა არის რეჟიმი. მსოფლიომ მიიღოს ცნობად, რომ ქართველი ერი დაუშვებს 32 წლის განმავლობაში მეორე პრეზიდენტის მკვლელობას",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ნიკა მელიამ.