ტაქსის საერთაშორისო რუსული კომპანია Yandex taxi რუსთავში იწყებს ოპერირებას. "ინფო რუსთავი" კომპანიას დაუკავშირდა და მათი გეგმების შესახებ იკითხა. კომპანია "იანდექს ტაქსი"-ს წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში განაცხადა რომ - "კომპანია რუსთავში ოპერირებას 2 კვირაში დაიწყებს, მანამდე მოხდება მძღოლების და პარტნიორი კომპანიების შერჩევა. საკუთარი ავტომობილებით სამუშაოდ ვიწვევთ 200-მდე მძღოლს. რაც შეეხება მომსახურების ტარიფს და სხვა დეტალებს ჯერ ვერ გიპასუხებთ, ამაზე მოგვიანებით გაგცემთ პასუხს".
როგორი მექანიზმით და რა ტარიფით იმუშავებს კომპანია ჯერ უცნობია, გამოიწვევს თუ არა ახალი კომპანია ძველი კომპანიების გაჩერებას (ისე როგორც ეს თბილისში მოხდა) და რა ცვლილებები მოხდება რუსთავში მგზავრთა სატრანსპორტო გადაყვანების ამ სფეროში ამას დრო გვიჩვენებს.
აღსანიშნავია რომ კომპანიის ოპერირებას თბილისში ტრანსპორტის პროფკავშირების ხელმძღვანელი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ აპროტესტებდა.