შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის პირველი კომენტარი ჩანაწერების გავრცელების შემდეგ - „სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი გავაკეთეთ, ამაზე მეტი, მე მგონი, ზედმეტად თავის მართლება გამოვა, მინდა გითხრათ, რომ დარდიც არ მაქვს. თუ საჭირო გახდა ჩაატარონ გამოძიება, ექსპერტიზები, ეფესბეს აგენტები და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ორკესტრირებულად ერთად უტევენ ხელისუფელბას და ეს არის აგორებული შავი პიარი, რომელიც ჩვენს შესასუსტებლად არის მიმართული.“
შეგახსენებთ რომ ჩანაწერები ვიდეო პორტალზე გუშინ გავცელდა, მისი ავტორები ამტკიცებენ რომ ხმა ავთენტურია და ისინი შს მინისტრს ესაუბრებოდნენ.