მარნეულის გამგებელი თანამდებობიდან გადადგა

2017-08-14 13:30:42

მარნეულის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც მან „ინფო რუსთავთან“ საუბარში განაცხადა, განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ, რამდენიმე დღს წინ დაწერა. „კანონის მიხედვით თანამდებობას ხვალიდან ვტოვებ, განცხადება კი ამის შესახებ პარასკევს დავწერე“

მარნეულის უკვე ყოფილი გამგებელი მიღებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკას არ უკავშირებს. თოფჩიშვილის თქმით ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი სად გააგრძელებს მოღვაწეობას. „ჯერ არ ვიცი სად წავალ, ცოტახანი შევისვენებ და მერე მოვიფიქრებ“.

მერაბ თოფჩიჩიშვილი მარნეულის მუნიციპალტეტს 2014 წლიდან მართვადა.