რა ხდება ძაღლების თავშესაფარში

2017-08-14 13:09:01

რუსთავის “მიუსაფარ ძაღლთა დაავადებების და პოპულაციის მართვის განყოფილების” აშენენებიდან 2 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ქუჩიდან თავშესაფარში, 1700-ზე მეტი ძაღლი მოხვდა. ძაღლებს თავშესაფარში საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის პროცედურები უტარდებოდათ. იყო გაჩუქების შემთხვევებიც. „ინფო რუსთავმა“ მოიძია ინფორმაცი, რა პროცედურები უტარდებათ ძაღლებსს ყველაზე ხშირად, რუსთავის თავშესაფარში.

სტერილიზაცია - 761 ძაღლი

კასტრაცია - 678 ძაღლი

მკურნალობა - 112 ძაღლი

ევთანაზია - 60 ძაღლი

ხელმეორადი ვაქცინაცია-55 ძაღლი

გაჩუქდა-50 ძაღლი

ძაღლების თავშესაფარი მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზეა განთავსებული. ცხოველებისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე 12 ვოლიერია გამოყოფილი. ამ ჟამად თავშესაფარში 14 ადამინია დასაქმებული.

დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელის ბადრი მოდებაძის განცხადებით, წინა წლებთან შედარებით, მოსახლეობის მიმართვანობამ ე.წ. უპატრონო ძაღლების თაობაზე, იკლო.

აგრესიული და დაავადებული ცხოველების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ “მიუსაფარ ძაღლთა დაავადებების და პოპულაციის მართვის განყოფილება“-ს მერიის ცხელი ხაზის (0341 224 737; 0341 220 005; 0341 270 005) საშუალებით შეტყობინება მიაწოდოთ.