"დიდგორობა 2017" (ფოტოები)

2017-08-12 11:39:07

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე, სხვადასხვა ღონისძიებები უკვე დაწყებულია. დიდგორობის სახალხო დღესასწაულის ფარგლებში გაიმართება კულტურულ-სპორტული ღონისძიებები: კონცერტი - ეპოქის გაცოცოცხლება სხვადასხვა თეატრალიზებული წარმოდგენებით, გამოფენები - ქართული ტრადიციული რეწვის გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენები, შეჯიბრი ქართული ჭიდაობაში, მკლავჭიდში და დოღში.

ღონისძიებას ესწრებიან, მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრები: გიორგი რარიბაშვილი, სოზარ სუბარი და ზურაბ ალავიძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მაღალი რანგის პირები და სტუმრებს ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა სახელმწიფო ჯილდო - "დიდგორის ჯვრის ორდენი", რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს გადაეცემათ გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს.