ხანძარი მთაწმინდაზე, სასაფლაოებთან

2017-08-08 22:40:08

ამ წუთებში ხანძარი არის მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჯერჯერობით უცნობია რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი. "ინფო რუსთავი" 112-ს დაუკავშირდა სადაც განგვიცხადეს რომ - "ვერის სასაფლაოების ზემოთ გაჩნდა ხანძარი. ცეცხლი წაეკიდა ხე-მცენარეებს, ადგილზე გასულია 7 ეკიპაჟი და ასევე რამდენიმე ათეული ცოცხალი ძალა".