2017 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 1760 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი, საქართველოს 874 მოქალაქის დეპორტაცია თურქეთიდან მოხდა.
206 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა გერმანიიდან
ისრაელიდან - 200
78 მოქალაქის დეპორტაცია რუსეთიდან
56-ის საფრანგეთიდან
37-ი საქართველოს მოქალაქის კი საბერძნეთიდან განხორციელდა.