პოლიტიკურ პარტია გირჩს რუსთავში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატი არ ეყოლება.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" პარტიის ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განუცხადა.
პარტიას მერობის კანდიდატი არა მაგრამ საკრებულოს წევრობის კანდიდატები ეყოლება. მეგრელიშვილის ინფორმაციით, პროპორციული სიის 1-ელი ნომერი ილია გამყრელიძე იქნება.
პრაიმერის პრინციპით პარტიამ რუსთავის საკრებულოს წევრობის კანდიდატობისთვის 3 პირი აირჩია:
1. ილია გამყრელიძე
2. თაზო თიკანაძე
3. ანრი გიგუაშვილი