ხანძარი "დომ ბიტაში" (ფოტოები).

2016-11-25 10:20:49

საყოფაცხოვრებო სახლის (ე.წ. "დომ ბიტა") სარდაფში სადაც ახლა ხის საამქროებია განთავსებული ხანძარი დაახლოებით დილის 9 საათზე გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით შესაძლოა ვინტილაციისთვის არსებული საჰაეროდან სიგარეტის ნამწვი უცნობმა პირმა ჩააგდო, რომელიც სავარაუდოდ ხის ე.წ. ბურბუშელას წაეკიდა, შემდეგ კი ხის მასალაზე გავრცელდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა. ხის საამქროს წარმომადგენლის თქმით ზარალი დიდი არ არის. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.