საუკეთესო ტელევიზორები PS5-ისთვის
რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ტელევიზორი უამრავი ოჯახისთვის საღამოობით დასვენების და გართობის შეუცვლელი საშუალება იყო, რომელმაც მისი შექმნის დღიდანვე ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ადამიანებში და დღესაც, მეტ-ნაკლებად პოპულარობასაც ინარჩუნებს. ჟამთა სვლის პარალელურად, ტექნოლოგიის უწყვეტ და სწრაფ განვითარებასთან ერთად დაიხვეწა ტელევიზორთა ტექნიკური შესაძლებლობები და თუ თითქმის საუკუნის წინ შავ-თეთრი და უხმო იყო, დღეს მულტიფუნქციური და მაღალი ხარისხის ტექნოლოგიაა, რომელსაც შეუძლია შეითავსოს სხვადასხვა ფუნქცია. დღევანდელობაში ტელევიზორს იმხელა გამოყენება შეიძლება აღარ ჰქონდეს, როგორ 10-15 წლს წინ, თუმცა მაინც იდეალური საშუალებაა როგორც საღამოობით ნეტფლიქსის ყურებისა და გართობისთვის, ასევე ვიდეო თამაშების სათამაშოდ.
მსოფლიოში პოპულარული კონსოლის, PS5-ის სათამაშოდ ნამდვილად აუცილებელია საუკეთესო ხარისხის მონიტორი, რომელიც მაქსიმალურად გვასიამოვნებს, რასაც მწარმოებლები ყოველთვს ითვალისწინებენ და ცდილობენ შექმნან გეიმინგზე მაქსიმალურად მორგებული ტელევიზორები, რომელიც ახალი გამოცდილებით აავსებს ნებისმიერ გეიმერს. სტატიაში გაგაცნობთ 2021 წლის იმ საუკეთესო ტელევიზორების ტრენდებს, რომელიც იდეალურია PS5-ის სათამაშოდ.
LG C1 OLED
LG-ის ეს მოდელი დღეს ყველაზე იდეალურია ნებისმიერი ტიპის ვიდეოთამაშისთვს. აღნიშნული მოდელი ავტომატურად რთავს პიქსელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის უსასრულო კონტრასტის დიაპაზონი აქვს და სრულყოფილი შავი ფერი, რომელიც არ ყვირის ნათელი ფერების გარშემო და იდეალურ გამოსახულებას იძლევა ნებისმიერ ექშენ კადრში. ამასთანავე, აქვს ფართო ხედვის კუთხე და თითოეული პიქსელი ანაწილებს სინათლეს ყველა მიმართულებით, რაც დღეს უდაოდ საუკეთესო გამოცდილება იქნება ნებისმიერი ტიპის მოთამაშისთვის. ტელევიზორს აქვს 120 ჰერციანი პანელი VRR მხარდაჭერით და HDMI 2.1 შესაძლებლობით, რაც უზრუნველყოს 4K გამოსახულებას 120fsp-მდე თამაშისას. გასათვალისწინებელი ფაქტორია ე.წ. “screen burn”, რასაც ასეთი ტიპის ტელევიზორები მუდმივად მაღალი განათების ფონზე მუშაობისას იღებენ, თუმცა HRD-ის მეშვეობით, რომელიც განათებას არეგულირებს, იმდენად არასოდეს ნათდება, რომ აღნიშნული პრობლემა გამოიწვიოს.
Sony X90J
სონის ტელევიზორების ეს კონკრეტული მოდელი ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა ვიდეო თამაშების ხანგრძლივი თამაშებისთვის, ვინაიდან სპეციალურად ჩაშენებული LED მოწყობილობა ეკრანს სამუდამო screen burn-ისგან იცავს და შესაძლებლობას იძლევა მაღალ განათებაზე თამაში ხანგრძლივი დროით ხელმისაწვდომი იყოს. იქიდან გამომდინარე, რომ PS5-იც სონის პროდუქტია, ტელევიზორს შეუძლია ნებისმიერი კონტენტის გაშვება და აქვს სწრაფი რეაგირების დრო. 120 ჰერციანი პანელი და HDMI 2.1 მხარდაჭერით ნამდვილად ნებისმიერი ისიამოვნებს, თუმცა აღნიშნულ მოდელს არ გააჩნია VRR მხარდაჭერა, რასაც მომავალ განახლებებში დიდი ალბათობით ნამდვილად ვიხილავთ. კიდევ ერთი დეტალი, არის ის, რომ ტელევიზორს აქვს ვიწრო ხედვის კუთხე, რაც მომენტებში შეიძლება არაკომფორტულიც იყოს, თუმცა HDR თამაშებისთვის ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა.
SAMSUNG Q80/Q80A QLED
ტელევიზორს აქვს IPS-ის მსგავსი პანელი დაბალი კონტრასტის თანაფარდობით და შედარებით დაბალი ადგილობრივი განათებით, რაც თამაშისას ბნელი ოთახების უფრო ჩამუქებას იწვევს. ფართო ხედვის კუთხის გამო იდეალურია cooperative ტიპის თამაშებისთვის, სადაც მეწყვილესთან ერთად შეძლებთ იდეალურად გართობას, შესაბამისად თუ მეგობართან ერთად ხშირად თამაშობთ, ან სულაც თქვენთვის პრიორიტეტი ფართო ხედვის კუთხეა, აღნიშნული მოდელი ნადვილად ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. ასევე, ასახვის კარგი დამუშავების ტექნოლოგიით ეკრანი კიდევ უფრო კაშკაშა ხდება, ასე, რომ მისი გამოყენება კაშაკაშა ოთახებში სავსებით შესაძლებელია.