ხანძარი XII მიკრო-რაიონში

2017-08-05 21:51:59

XII მ/რ-ში დაახლოებით 21 საათზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე ცეცხლი გაჩნდა. „ინფო რუსთავთან“ საუბარში კორპუსის მაცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ სადარბაზოში კვამლის და დამწვრის სუნი რამდენიმე საათის განმავლობაში იგრძნობოდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძროს და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. არსებული ინფორმაციით ბინის მეპატრონე სახლში არ იმყოფებოდა. ერთ-ერთი მეზობლის თქმით ცეცხლი ხატების კუთხეში დანთებული სანთლიდან გავრცელდა.