ავტოსაგზაო შემთხვევა სურამში მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტროტუარზე მიმავალ დედა-შვილს დაეჯახა. ავარიის შედეგად დედა-შვილი ადგილზე დაიღუპა. შსს-ში აცხადებენ რომ - "მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია".