პროკურატურამ დააკავა აფხაზეთის ავტომონიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს უფროსი , რომელმაც ბიუჯეტიდან ₾84,000 საკუთარ საბანკო და აჭარაბეთის ანგარიშზე შეიტანა. [ვიდეო/video]
"ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ შპს მედერის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული 116 460.09 ლარიდან, 2021 წლის 4 და 6 იანვარს, ორ ტრანშად, 84 000 ლარი გადაირიცხა ბრალდებულის მეგობრის საბანკო ანგარიშებზე დანიშნულებით მომსახურების საფასური. ამ უკანასკნელმა კი, 29 000 ლარი და 52 000 ლარი გადარიცხა ი.დ.-ს კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე. ბრალდებულმა კი მის პირად ანგარიშზე ჩარიცხული თანხიდან ნაწილი გაიტანა საბანკო ანგარიშიდან და შეიტანა სხვა ბანკში არსებულ მის პირად ანგარიშებზე და ასევე, აჭარაბეთის ანგარიშზე", - წერია პროკურატურის განცხადებაში.
გარდა ამისა, მისთვის წაყენებული ბრალი ვრცელია და ის მოიცავს უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას, სხვადასხვა სსიპ-ის, მათ შორის საკუთარი სსიპ-ის კუთვნილი თანხების მითვისებას, ყალბი დოკუმენტების დამზადებას, გაფლანგვას და სხვა სამართალდარღვევებს.