უბედური შემთხვევა მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში.
სოფელ ბაკურციხეში საკანალიზაციო ჭაში ჩასული მამა-შვილი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" გურჯაანის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა დაუდასტურა.
გავრცელებული ცნობით, 62 წლამდე მამაკაცი რამდენიმე მეტრის სიღრმის საკანალიზაციო ჭაში წყლის სისტემის ჩასართველად ჩავიდა და ამოსვლა ვეღარ შეძლო.
დასახმარებლად კი ჭაში მისი 40 წლის შვილი ჩავიდა, თუმცა მამის გადარჩენა ვეღარ შეძლო. უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს ჭიდან ახალგაზრდა კაციც და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენაც ვერ მოხდა.
ფოტო: იმედინიუსი