ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ ფარეხასთან ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ფეხით მოსიარულე გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილი 40 წლამდე მამაკაცია.
მომხდარი ავარიის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.