ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლს ყელის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა. მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის მიზეზი, სავარაუდოდ, ეჭვიანობა გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.