"ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩაიკეტება ყოველ 1 საათში"

2021-08-10 18:43:12

11 აგვისტოს 00:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 178-ე კილომეტრზე მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

“საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 178-ე კილომეტრზე, მაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მშენებლობის პროცესში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია ,,ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის“ საქართველოს ფილიალი ახორციელებს ხიდზე რკინა-ბეტონის წინასწარდაძაბული კოჭების მონტაჟს, რის გამოც, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საჭიროა 2021 წლის 11 აგვისტოს 00:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა ყოველ 1 საათში 15 წუთიანი ინტერვალით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”, - აღნიშნულია ინფორამციაში.

ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.