საქართველო 100 000 მოსახლეზე ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
ამის შესახებ ამერიკული გამოცემა New York Times წერს.
ამ პერიოდში ახალი ინფიცირების საშუალო მაჩვენებელი 3 758-ია და 100 000 სულ მოსახლეზე 101 ახალ შემთხვევას გულისხმობს.
ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ყველაზე ცუდი მდგომარეობის ქვეყნების ათეული ასეთია: საქართველო, მენის კუნძული, ფიჯი, კუბა, ესვატინი, მალაიზია, გიბლარტარი, ბოცვანა, ირანი, კვიპროსი.
შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 697 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 54 ადამიანი.