4 დღეა რუსთავიდან თბილისის, კერძოდ ვარკეთილის მიმართულებით მგზავრები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კომპანია ინტერტრანსში განუცხადეს, ამ დროისთვის მათსა და მძღოლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
შესაბამისად, ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის განახლდება მგზავრთა გადაყვანა.
შეგახსენებთ, რომ 6 აგვისტოს "ინტერტრანსის" მძღოლების ნაწილი გაიფიცა. მათი მთავარი მოთხოვნა ყოველდღიური შესატანის 20 ლარით შემცირებაა.