განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე პირი დააკავეს

2017-08-05 14:16:13

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო  ღონისძიებების შედეგად, ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს. პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა 1993 წელს დაბადებული ს.ზ.-ს პირადი ჩხრეკისას, 24 აბი ე.წ „ექსტაზი“ ამოღეს. 1991 წელს დაბადებული დ.ნ-ს პირადი ჩხრეკისას კი 14 აბი ე.წ „ექსტაზი“ და მუყაოს ფირფიტა, რომლეიც, ექსპერტიზის დასკვნით, 1,6547 გრამ „მდმა“-ს შეიცავს.

ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, ბოლო 4 დღის განმავლობაში განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირია დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, Gem-Fest-ზე 22 წლის გოგონა გარდაიცვალა, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ძლიერი ინტოქსიკაციით იყო მოთავსებული. საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება რამდენიმე პირი.