"106 084 აცრილიდან მხოლოდ 207 დაინფიცირდა"

2021-08-08 16:45:26

საქართველოში ჩატარებული უახლესი კვლევა ადასტურებს, რომ ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და სიცოცხლისათვის საშიში გართულებების რისკს, - ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროსა და NCDC-ს მიერ შექმნილ ვებ-გვერდ provax.ge-ზე გამოქვეყნდა.

კერძოდ, კვლევის პერიოდში: ქვეყნის მასშტაბით სრულად ვაქცინირებულ 106 084 პირთაგან მხოლოდ 207 (0.19%) დაინფიცირდა კორონავირუსით.

ინფიცირებულთა უმეტესობაში დაავადება უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობდა. PROVAX-ის ცნობით, 207 ინფიცირებულ პირთაგან მხოლოდ 8-ს (4%) დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.

ინფორმაციისთვის, 8 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 626 343 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 194 449 ადამიანი.