რუსთავის მასშტაბით საჯარო სკოლების რეაბილიტაცია დაიწყო. "ინფო რუსთავთან" სატელეფონო საუბარში, რუსთავის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა განაცხადა, რომ 27 საჯარო სკოლაში პრიორიტეტებიდან გამომდინარე, დერეფნების, საკლასო ოთახების, გათბობის სისტემის, საძირკვლის გამაგრების და ჭერის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. აგრეთვე ახალი სასწავლო წლიდან 16 სკოლაში აღდგება ექიმის კაბინეტი და სრულად აღიჭურვება საჭირო ინვენტარით. ამ ეტაპისთვის ექიმებთან მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმების პროცესი. სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ინფრასტრუქტურის სააგანეტო ახორციელებს. სამუშაოები რამდენიმე კვირაა აქტიურად დაიწყო და სწავლის დაწყებამდე დასრულდება.
ასევე აღსანიშნავია რომ, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა რუსთავში 3 სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დააფინანსა, რომელიც #4, #15 და #28 სკოლაში განხორციელდება.